სტატიები

წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვა


შეიარაღებული კონფლიქტების ტიპოლოგია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით: სამართლებრივი ცნებები და რეალური სიტუაციები

სილვან ვიტე

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადმოსახედიდან შეიარაღებული კონფლიქტების ტიპოლოგიის განხილვით, ამ სტატიის მიზანია გამოაჩინოს თუ როგორ შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტების სხვადასხვა კატეგორიები, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის რეჟიმითაა მოსალოდნელი, განიმარტოს საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით. სტატია ასევე განიხილავს რამდენიმე პრაქტიკულ სიტუაციას, რომელთა მოქმედი სამართლებრივი კონცეფციების მიხედვით შეიარაღებულ კონფლიქტად კატეგორიზაცია კამათის საგნად იქცა.


კვლევა საერთაშორისო ჩვეულებით ჰუმანიტარულ სამართალზე: შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამართლის უზენაესობის პრინციპის გააზრებისა და დაცვის ხელშეწყობა

ჟან-მარი ჰენკერტსი

სტატია მიმოიხილავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევის „საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართალი“  მიზნებს. ეს კვლევა კომიტეტმა მოამზადა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის მოთხოვნით. სტატიაში აღწერილია კვლევის მეთოდოლოგია, მისი სტრუქტურა და ავტორების ძირითადი დასკვნები. თუმცა, ამავდროულად, სტატია მიზნად არ ისახავს ამ დასკვნების სიღრმისეულად და ამომწურავად მიმოხილვასა და გაანალიზებას.


ჟენევის კონვენციების საერთო 1-ლი მუხლი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების აღმოფხვრის ვალდებულება

კნუტ დორმანი და ხოსე სერალვო

ჟენევის კონვენციების საერთო 1-ლი მუხლი ითვალისწინებს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებას, ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ კონვენციების მოთხოვნები და უზრუნველყონ სხვების მიერ მათი შესრულება.  ამ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ამ ვალდებულების მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც მესამე სახელმწიფოებმა, რომლებიც მოცემულ შეიარაღებულ კონფლიქტში არ არიან ჩართული, უნდა უზრუნველყონ კონფლიქტის მხარეთა მიერ ჟენევის კონვენციების მოთხოვნათა შესრულება. სტატიის თანახმად, სახელმწიფოებს ეკისრებათ საერთაშორისო ვალდებულება, რომ არა მხოლოდ თავი შეიკავონ სხვა სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების წახალისებისგან, არამედ, აგრეთვე გაატარონ სპეციალური ღონისძიებები მიმდინარე დარღვევების შეწყვეტისა და აღმოფხვრის მიზნით.


საბრძოლო მოქმედებების მარეგულირებელი წესებით დადგენილი სიფრთხილის ზომები, წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვა

ჟან ფრანსუა კეგინე

ეს სტატია წარმოადგენს იმ სიფრთხილის ზომების აღწერილობით ანალიზს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების უარყოფითი შედეგებისგან სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა მიიღოს


ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დაცვასა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის ურთიერთობის შესახებ, წითელი ჯვრის საერთაშორისო მიმოხილვა

ჰანს-იოაკიმ ჰეინტცი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინაიდან დღეისათვის ადამაინის უფლებები საერთაშორისო სამართლის განუყოფელ ნაწილს წარმაოდგენს ადამაინობის საერთო კეთილდღეობისთვის და იმ ფასეულობებს განამტკიცებს, რომელთა უგულვებელყოფაც არც ერთ სახელმწიფოს არ შეიძლია, ომის დროსაც კი. მაშინ, როცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც წარმოშობით, ისე იმ სიტუაციებით, რომლებშიც ისინი გამოიყენება, სამართლის ეს ორი დარგი იზიარებს ინდივიდების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ობიექტს ყველა გარემოებაში.