ბანკოვიჩი და სხვები ბელგიისა და NATO-ს წევრი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დიდი პალატა, გადაწყვეტილება დასაშვებობის საკითხზე, No. 52207/99, 12 დეკემბერი 2001
[წყარო: ბანკოვიჩი და სხვები ბელგიისა და NATO-ს წევრი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დიდი პალატა, გადაწყვეტილება დასაშვებობის საკითხზე, No. 52207/99, 12 დეკემბერი 2001, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-144791]
* მოცემული საქმე მომზადებულია სახელმძღვანელოსთვის „როგორ იცავს სამართალი ომის დროს?“, იხილეთ: Marco Sassòli, Antoine Bouvier, Anne Quintin, How does law protect in war? (2011). ეს საქმე ერთობლივად მომზადებულია სამივე ავტორის მიერ. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვებ-გვერდზე: https://www.icrc.org/casebook/.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითადი ტექსტის თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund).
დისკუსია, რომელიც თან ახლავს გადაწყვეტილებას, ინგლისურიდან ქართულ ენაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის თარგმნა გიორგი დვალაძემ.
PDF ფაილი
[…]
ფაქტები
[…]
2. რადიო ტელევიზია სრბიჟეს (RTS) დაბომბვა
9. RTS-ის საშუალებით სამი სატელევიზიო არხი და 4 რადიო სადგური ფუნქციონირებდა ბელგრადში. მთავარი მოწყობილობები მობილიზებული იყო ტაკოვსკას ქუჩაზე არსებულ სამ შენობაში. მთავარი მაკონტროლებელი ოთახი მდებარეობდა ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე, სადაც, ძირითადად, მუშაობდა ტექნიკური პერსონალი.
10. 1999 წლის 23 აპრილს, დაახლოებით00 საათის შემდეგ, ტაკოვსკას ქუჩაზე მდებარეRTS-ის ერთ-ერთი შენობის წინააღმდეგ მოხდა რაკეტის გასროლაNATO-ს შეიარაღებული ძალების საჰაერო ხომალდის მიერ. 4-სართულიანი შენობის 2 სართული ჩამოინგრა და მაკონტორლებელი ოთახიც განადგურდა.
11. პირველი და მეორე განმცხადებლების ქალიშვილი, მესამე და მეოთხე განმცხადებლების ვაჟიშვილები და მეხუთე განმცხადებლის ქმარი დაიღუპნენ, ხოლო მეექვსე განმცხადებელი დაიჭრა. RTS-ის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 16 ადამიანი და მძიმედ დაიჭრა ხსენებულ ღამეს, იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 24 სამიზნის წინააღმდეგ განხორციელდა შეტევა, მათ შორის, 3 – ბელგრადში.
[…]
მოთხოვნები
28. განმცხადებლების პრეტენზია ეხება 1999 წლის 23 აპრილსNATO-ს ძალების მიერRTS შენობის დაბომბვის ფაქტს. ისინი ეყრდნობიან კონვენციის შემდეგ მუხლებს: მუხლი 2 (სიცოცხლის უფლება), მუხლი 10 (გამოხატვის თავისუფლება) და მუხლი 13 (ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება).
სამართალი
[…]
30. რაც შეეხება საქმის დასაშვებობას, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ განაცხადი შესაბამისობაშიაratione lociკონვენციის დებულებებთან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სახელმწიფოების გასაჩივრებულ ქმედებებს არ ჰქონდა ადგილი არც იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის და არც ხსენებული სახელმწიფოების ტერიტორიაზე; შედეგი დადგა იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რამაც განმცხადებელი პირები და მათი გარდაცვლილი ნათესავები მოაქცია ხსენებული სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ. ისინი, ასევე, ამტკიცებენ, რომ მოპასუხე სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან განხორციელებულ თავდასხმაზე მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ძალებმა განახორციელეს იგი. განმცხადებლებს, აგრეთვე, არ ჰქონდათ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების ამოწურვის საშუალება.
31. მთავრობები დავობენ საქმის დასაშვებობის საკითხზე. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ განაცხადი შეუსაბამოაratione personaeკონვენციის დებულებებთან,ვინაიდან კონვენციის 1-ლი მუხლის გაგებით, განმცხადებლები არ ექცევიან მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ. […]
32. საფრანგეთის მთავრობა, ასევე, იმასაც ამტკიცებს, რომ დაბომბვის ფაქტი შეერაცხება არა მოპასუხე სახელმწიფოებს, არამედNATO-ს – ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტია მოპასუხე სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებლად. თურქეთის მთავრობამ წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები ჩრდილოეთ კვიპროსში არსებული მდგომარეობის შესახებ.
[…]
A. განმცხადებლები და მათი გარდაცვლილი ნათესავები მოექცნენ თუ არა მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ კონვენციის 1-ლი მუხლის გაგებით
34. ეს არის მთავარი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობები სადავოს ხდიან განაცხადის დასაშვებობას, ამიტომაც სასამართლო პირველად სწორედ ამ საკითხს განიხილავს. კონვენციის 1-ლი მუხლი განამტკიცებს:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“
[…]
1. მოპასუხე მთავრობების არგუმენტები
[…]
37. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ სასარგებლოდ მეტყველებს სასამართლოს პრაქტიკა. სასამართლომ გამოიყენა იურისდიქციის ხსენებული გაგება იმის დასამტკიცებლად, რომ ინდივიდი, რომელზეც გავლენა მოახდინა სახელმწიფოს მიერ მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ განხორციელებულმა ქმედებამ, შეიძლება ჩაითვალოს ხსენებული სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევად, ვინაიდან ადგილი ჰქონდა შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდზე გარკვეული ტიპის ლეგიტიმური ხელისუფლების განხორციელების ფაქტს. მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ განმცხადებლების დაკავება და დაპატიმრებაისსასადაოჯალანის საქმეებში (ისსა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, № 31821/96, 2000 წლის 30 მაისი; ოჯალანი თურქეთის წინააღმდეგ, № 46221/99, 2000 წლის 14 დეკემბერი), მთავრობების მტკიცებით, წარმოადგენს უცხო მიწაზე სამხედრო ძალების მხრიდან პირებზე ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლების ან იურისდიქციის განხორციელების კლასიკურ მაგალითს. ქსავარას (Xhavara) საქმეში იურისდიქცია იქნა გაზიარებული წერილობითი შეთანხმებით მოპასუხე სახელმწიფოებს შორის. საქმე შეეხებოდა იტალიის სანაპირო ხაზიდან 35 საზღვაო მილის მოშორებით იტალიური სამხედრო საზღვაო ხომალდის მიერ სავარაუდო განზრახ თავდასხმას ალბანეთის გემის წინააღმდეგ (ქსავარა და სხვები იტალიისა და ალბანეთის წინააღმდეგ, № 39473/98, 2001 წლის 11 იანვარი). […]
38. მთავრობების დასკვნის თანახმად, ნათელია, რომ განმცხადებლების მიერ გასაჩივრებული ქმედება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლების ან უფლებამოსილების განხორციელებად.
[…]
2. განმცხადებლების არგუმენტები
[…]
52. ალტერნატივის სახით, განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ საჰაერო ოპერაციის მასშტაბისა და დაზარალებულთა შეფარდებითი რაოდენობის გათვალისწინებით,NATO-ს კონტროლი საჰაერო სივრცეზე თითქმის ისეთივე აბსოლუტური იყო, როგორც თურქეთის კონტროლი ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე. მაშინ, როცა ხსენებული კონტროლი შეზღუდული იყო სივრცეში (მოიცავდა მხოლოდ საჰაერო სივრცეს), 1-ლი მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულება ამდაგვარადვე შეიძლება იყოს შეზღუდული. ისინი მიიჩნევენ, რომ „ეფექტური კონტროლისა“ და „იურისდიქციის“ კონცეფციები საკმარისად მოქნილი უნდა იყოს საიმისოდ, რომ თანამედროვე ზუსტი შეიარაღების გამოყენება და მისი მახასიათებლები იქნეს გათვალისწინებული მით უმეტეს, რომ იგი იძლევა ექსტრატერიტორიული ქმედებების აბსოლუტური სიზუსტით განხორციელების შესაძლებლობას, ანუ ზემოქმედების მოხდენა შესაძლებელია სახმელეთო შეიარაღებული ძალების გარეშე. ხსენებული თანამედროვე მოწყობილობების არსებობის პირობებში, საჰაერო იერიშებსა და სახმელეთო შეიარაღებულ ძალებს შორის განსხვავებაზე დაყრდნობა საფუძველს მოკლებულია.
3. სასამართლოს შეფასება
[…]
(d) ამდენად, შესაძლებელია თუ არა მოცემულ საქმეში განმცხადებლები მოხვედრილიყვნენ მოპასუხე სახელმწიფოების „იურისდიქციის“ ქვეშ?
74. განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე სახელმწიფოების მიერRTS-ის დაბომბვა წარმოადგენს ექსტრატერიტორიული ქმედების კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც შეიძლება კონვენციის 1-ლი მუხლში არსებულმა „იურისდიქციის“ ცნებამ მოიცვას. შესაბამისად, მათი წინადადებაა კონვენციის 1-ლი მუხლში ტერმინი „იურისდიქციის“ ჩვეულებრივი მნიშვნელობის კიდევ უფრო დაკონკრეტება. სასამართლომ საკმარისად უნდა ჩათვალოს, რომ თანაბრად გამონაკლისი გარემოებები არსებობს მოცემულ საქმეში, რამაც შეიძლება მოგვცეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის ექსტრატერიტორიული გამოყენება.
75. პირველ რიგში, განმცხადებლები მოითხოვენ ჩრდილოეთ კვიპროსის საქმეში დამკვიდრებული „ეფექტური კონტროლის“ კრიტერიუმის სპეციალურ გამოყენებას. ისინი ამტკიცებენ, რომ 1-ლი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება განხორციელებული კონტროლის პროპორციულად ვრცელდება კონვენციური უფლებების უზრუნველყოფაზე ნებისმიერ ექსტრატერიტორიულ სიტუაციაში. მთავრობები ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ ამგვარი მიდგომა მიგვიყვანს იურისდიქციის „მიზეზშედეგობრივ“ ცნებამდე, რომელიც არ არის განმტკიცებული და არც შესაბამისობაშია კონვენციის 1-ლ მუხლთან. სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლების შეხედულება იმ მტკიცების ტოლფასია, რომლის მიხედვითაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქმედებით დაზარალებული ნებისმიერი პირი, სადაც არ უნდა განხორციელებულიყო ასეთი ქმედება ან სადაც არ უნდა დამდგარიყო მისი შედეგები, ექცევა მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ კონვენციის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის.
76. სასამართლო ეთანხმება მთავრობების მტკიცებას იმის შესახებ, რომ „იურისდიქციისადმი“ ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს 1-ლი მუხლიდან. სავარუდოდ, განმცხადებლები აღიარებენ, რომ იურისდიქცია და კონვენციით გათვალისწინებული სახელმწიფოს შემდგომი პასუხისმგებლობა შეზღუდული იქნება ჩადენილი კონკრეტული ქმედების გარემოებებითა და მისი შედეგებით. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, 1-ლი მუხლის ფორმულირება არ უჭერს მხარს განმცხადებლების მტკიცებას, რომ 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს „მოცემული კონვენციის I სექციით განმტკიცებული უფლებები და თავისუფლებები“, შეიძლება დაიყოს და გაერთიანდეს განსახილველი ექსტრატერიტორიული ქმედების კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ კონტექსტში მის შეხედულებას ეთანხმება კონვენციის მე-19 მუხლის ფორმულირება. მართლაც, განმცხადებლების მიდგომა არ ხსნის 1-ლ მუხლში მოცემული შემდეგი სიტყვების – „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში“ – გამოყენებას და მოკლებულია რაიმე მიზანს. კონვენციის პროექტის შემდგენლებს რომ ჰქონოდათ ისეთი ფართო იურისდიქციის განმტკიცების განზრახვა, როგორიც განმცხადებლებმა წარმოადგინეს, ისინი მიიღებდნენ ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციის (იხილე ზემოთ § 25) 1-ლი მუხლის იდენტურ ან მსგავს ტექსტს.
[…]
4. სასამართლოს დასკვნა
82. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ არსებობდა რაიმე სახის იურისდიქციული კავშირი გასაჩივრებული ქმედების მსხვერპლებსა და მოპასუხე სახელმწიფოებს შორის. აქედან გამომდინარე, იგი არ ფიქრობს, რომ განმცხადებლები და მათი გარდაცვლილი ნათესავები შეიძლება მოხვედრილიყვნენ მოპასუხე სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ განსახილველი ექსტრატერიტორიული ქმედებით.
[…]
ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ
განაცხადი დაუშვებელია.
პოლ მეჰონი ლუციუს ვილდჰაბერი
რეგისტრატორი პრეზიდენტი
დისკუსია
[შენიშვნა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტექსტი ხელმისაწვრომია ვებ-გვერდზე: http://www.echr.coe.int/Documents/Convention_KAT.pdf]
1.
a. რატომ ცნო სასამართლომ დაუშვებლად საქმე? იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლები ვერ დაეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებებს მოპასუხე სახელმწიფოების ქმედებებთან მიმართებით, თუ იმის გამო, რომ სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა იურისდიქცია, რომ შეეფასებინა ამ უფლებების დარღვევის საკითხი?
b. ჰქონდა თუ არა მოპასუხე სახელმწიფოებს ვალდებულება დაეცვა განმცხადებლების უფლებები? დაეცვათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, რომლებიც იცავდნენ განმცხადებლებს?
2.
a. ვის იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქმედებებისგან?
b. ვის იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ამ სფეროში მოქმედი ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოს ქმედებებისგან? (GC III, მე-4 მუხლი; GC IV, მე-4 მუხლი; AP I, 49(2), 50-ე და 51-ე მუხლები)
c. შეეხება თუ არა ჟენევის კონვენციების 1-ლი საერთო მუხლი და ჟენევის კონვენციების I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედების სფეროს? აქვს თუ არა ამ დებულებებს გავლენა ვალდებულებების ratione personae საკითხზე?
3.
a. დამაჯერებელია თუ არა საფრანგეთის მთავრობის არგუმენტი, რომ დაბომბვა მიეწერებოდა NATO-ს და არა მის წევრ სახელმწიფოებს (რომლებმაც ის განახორციელეს) ადამიანის უფლებების სამართლის გადმოსახედიდან? საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გადმოსახედიდან?
b. თუკი ბელგრადი წარმოადგენდა ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიას, მიეწერებოდა თუ არა იქ ოკუპანტი ჯარების მიერ განხორციელებული ქმედებები NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს? მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ჯარები გაგზავნეს ბელგრადში? მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გაგზავნეს ის ჯარები, რომლებმაც ეს კონკრეტული დაბომბვა განახორციელეს? მხოლოდ თავად NATO-ს?
c. ვალდებულია თუ არა NATO დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?
4.
a. დასაშვები იქნებოდა თუ არა განაცხადი, მოპასუხე სახელმწიფოებს ქმედება თავიანთ ტერიტორიაზე რომ განეხორციელებინათ დაბომბვა? თუკი იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე იქნებდოა? თუკი განცხადება იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ იქნებოდა შეტანილი?
b. თუკი განცხადება დასაშვაბად იქნებოდა ცნობილი, გამოიყენებდა თუ არა სასამართლო საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს? რა საფუძვლით? უფლებამოსილია თუ არა სასამართლო დაეყრდნოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს? (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მე-2 მუხლში ითვალისწინებს სიცოცხლის უფლებას, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად:
“1. ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევის მიზნით მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მის სხვა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს.
2. დაუშვებელია წინარე პუნქტის საფუძველზე კონვენციის მე-2 მუხლიდან გადახვევა, გარდა მართლზომიერი საომარი მოქმედებით გამოწვეული ადამიანთა დაღუპვის შემთხვევისა, აგრეთვე, გადახვევა მე- 3, მე-4 (პუნქტი1) და მე-7 მუხლებიდან.”
c. განცხადება დასაშვებად რომ ყოფილიყო ცნობილი, მიგაჩნიათ რომ სასამართლო დაადგენდა სიცოცხლის უფლების დარღვევას? იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თავდასხმის შედეგად მოკლეს სამოქალაქო პირები? იმის გამო, რომ პროპორციულობის პრინციპი არ იყო დაცული? თუ იმის გამო, რომ წინდახედულობის ზომები არ იყო მიღებული? თუ იმის გამო, რომ თავდასხმის ობიექტი არ იყო სამხედრო სამიზნე? შეიძლება თუ არა რომ რადიოსადგური იყოს სამხედრო სამიზნე? თუკი ის მოუწოდებს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს, რომ იბრძოლონ? თუკი მისი საშუალებით მოუწოდებენ განხორციელდეს გენოციდი? თუკი ის სამხედრო კომუნიკაციის მიზნებისთვის გამოიყენება? (AP I, 49(2), 50-ე, 51-ე, 52(2) და 57-ე მუხლები)
d. შესაძლებელია თუ არა, რომ სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია შეაფასოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული საჰაერო იერიშების კანონიერება? როგორ შეძლებს ის შეაფასოს საჭირო ფაქტები საიმისოდ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება? არის თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სათანადო ფორუმი საიმისოდ, რომ განიხილოს ასეთი საკითხები? შესაძლებელია თუ არა, რომ სასამართლო ჩაითვალოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში განხორციელებული დაბომბვის მსხვერპლთთვის სამართლებრივი დაცვის პოტენციურ და სათანადო საშუალებად? სხვა რომელი სასამართლოები შეიძლება ჩაითვალოს დაცვის საშუალებად მხვერპლთათვის?