საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმა (სჰს პლატფორმა) აერთიანებს საერთაშორისო სამართლის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა იურისტებს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) შესახებ ცოდნის გავრცელების ხელშეწყობას.
სჰს პლატფორმა არის ელექტრონულ პორტალი, სადაც პრაქტიკოსების, საერთაშორისო სამართლის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია სჰს და საერთაშორისო სამართლის მომიჯნავე დარგების წყაროები და სხვა მასალები ქართულ ენაზე.